ფეხბურთი

0:21 | 28.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი: "კატარში ცხოვრება რთული იყო, თამაშის შემდეგ შიშველი შხაპის მიღების უფლებაც არ მქონდა"

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ხამეს როდრიგესმა კატარულ „ალ-რაიანში“ გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კატარში კულტურა ძალიან რთულია და იქ ყოფნა გაუჭირდა.

„კატარში ცხოვრება და კულტურა ძალიან რთულია, ეს იყო ქვეყანა, სადაც ადაპტაცია გამიჭირდა. ყველამ იცის, რომ ფეხბურთში, შხაპის ქვეშ ყველა ფეხბურთელი შიშველია, მაგრამ მე კატარში ამის გაკეთებაც არ შემეძლო. ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ ეს აკრძალულია. საჭმელს ყველა ხელით მიირთმევს, მე ვითხოვე დანა-ჩანგალი და უარი მითხრეს. გერმანიაშიც გამიჭირდა - ქვეყანაც ცივია და ხალხიც ცივია“, - თქვა ხამესმა.

აქვე გეტყვით, რომ ხამეს როდრიგესმა „ალ-რაიანში“ 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

0.117976