ფეხბურთი

21:38 | 27.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport-ი გელაშვილზე: "ეს Boxing Day-ზე მეტად ქართული შობა იყო"

ცნობილი ტურინული გაზეთი Tuttosport-ი „მოდენასთან“ „სპეციას“ მცველის, ივა გელაშვილის გოლს გამოეხმაურა და დაწერა, რომ სერია B-ში Boxing Day-ზე მეტად, ქართული შობა იყო.

„ბოქსინგ დეიზე მეტად, ეს ქართული შობაა, რომელიც 7 იანვარს აღინიშნება. ყველაფერი ივა გელაშვილმა გააკეთა, ჯერ ბანალური პენალტი აიკიდა, რითაც „მოდენა“ დაწინაურდა, შემდეგ კომპენსირებულ დროში თავით გაიტანა გამათანაბრებელი გოლი“, - წერს Tuttonsport-ი.

შეგახსენებთ, რომ ივა გელაშვილს „სპეციაში“ სერია B-ში 5 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელაც მან იტალიის თასზე ითამაშა. „სპეცია“ 19 ტურის შემდეგ 17 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, „კომოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108729