„ბარსელონას“ ბრაზილიელი ტალანტი ვიტორ როკე შეუერთდა. მისი ტრანსფერი ესპანურმა კლუბმა ორიგინალურად, ვეფხვის ვიდეო რგოლით დაადასტურა, რადგან ფეხბურთელის მეტსახელი სწორედ პატარა ვეფხვია.
„ატლეტიკო პარანაენსემ“ ნიჭიერ ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო მიიღო, შესაბამისად, კატალონიელებმა როკეში დიდი ინვესტიცია ჩადეს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 18 წლისაა.
„ატლეტოკო პარანაენსეში“ მან ბოლო ორ წელიწადში 81 მატჩში 21 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „კრუზეიროში“ თამაშობდა, სადაც 16 შეხვედრაში თავი 6 გოლით გამოიჩინა.