„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ბერნარდო სილვამ განაცხადა, რომ ერთ დღეს ლისაბონის „ბენფიკაში“ დაბრუნება სურს. როგორც 29 წლის პორტუგალიელმა ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, მაგრამ მომავალში უნდა, რომ მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს.
„არასდროს დამიმალავს, რომ „ბენფიკაში“ დაბრუნება მინდა, შესაბამისად, ახლაც ცხადია ამ სურვილს ვადასტურებ. ვნახოთ, დროთა განმავლობაში ეს შესაძლებელი თუ იქნება.
საჭიროა რეალობას შევხედოთ: პორტუგალიურ ფეხბურთს ფინანსურად არ შეუძლია კონკურენციის გაწევა ინგლისური და ესპანური კლუბებისთვის, არც გერმანული და ფრანგული კლუბებისთვის. ასე რომ, „ბენფიკაში“ დაბრუნება ამ ეტაპზე აბსოლუტურად შეუძლებელია, რადგან „მანჩესტერ სიტი“ ჩემს ტრანსფერში დიდ ფულს მოითხოვს. ბოლო 4-5 წელია 50 მილიონ ევროდ ვარ შეფასებული და შეუძლებელია პორტუგალიურმა კლუბმა მსგავსი თანხა გადაიხადოს, ადამიანები რეალისტებიც უნდა ვიყოთ“, - თქვა ბერნარდომ.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდო სილვა „ბენფიკას“ აღზრდილია, თუმცა, 2015 წელს კლუბი დატოვა და „მონაკოში“ გადავიდა, ხოლო 2017 წლიდან ის „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავს.