ფეხბურთი

18:23 | 27.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

უსმანე კამარა კარიერას რუსულ კლუბში გააგრძელებს

„დინამო თბილისის“ შემტევი უსმანე კამარა დიდი ალბათობით კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

რუსი ჟურნალისტი, ივან მარკოვი იტყობინება, რომ „დინამოსა“ და ეკატერინბურგის „ურალს“ შორის შეთანხმება მიღწეულია, შესაბამისად, ტრანსფერი მალე ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. „დინამო“ გვინეელის სანაცვლოდ 380 000 ევროს მიიღებს.

წყაროს თანახმად, კამარას გადაბირება „ასტანასაც“ სურდა, მაგრამ 200 000 ევროს იხდიდა, შესაბამისად, „ურალის“ შეთავაზება ფინანსურად გაცილებით მომგებიანი იყო.

უსმანე კამარა „დინამო თბილისში“ ბოლო ორი სეზონია თამაშობს და 85 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა. მანამდე ის „დილას“, „ვალერენგას“, „ესკილსტუნას“ ღირსებას იცავდა.

0.115798