ფეხბურთი

14:42 | 27.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დემირალის შეძენა სურს, მაგრამ სხვა ვარიანტებიც აქვს

„ნაპოლი“ იანვრის სატრანსფერო ბაზრის დროს ცენტრალური მცველის პოზიციაზე გაძლიერებას აპირებს.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ნეაპოლელთა მთავარი სამიზნე თურქი ცენტრალური მცველი მერიჰ დემირალია, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთში, „ალ-აჰლის“ ღირსებას იცავს. დემირალი კარგად იცნობს იტალიას, რადგან იქ „სასუოლოში“, „იუვენტუსსა“ და „ატალანტაში“ აქვს ნათამაშები.

თუმცა, დემირალის ტრანსფერი თუ არ გამოვა, „ნაპოლის“ ალტერნატიული ვარიანტებიც აქვს - კო იტაკურა („გლადბახი“), „რადუ დრაგუშინი („ჯენოა“) და მარტინ ვიტიკი („სპარტა“). აღსანიშნავია ისიც, რომ დემირალს "რომაც" ეპატიჟება, ხოლო "ნაპოლის" სიაში ასევე ბერგამოს "ატალანტას" მცველი ჯორჯო სკალვინი, მაგრამ მას 50 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც ნეაპოლელებისთვის პრობლემაა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ დაცვის ხაზი მიმდინარე სეზონს კრიტიკას ვერ უძლებს, რასაც ნათანის ტრავმაც დაემატა, რომელიც მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს.

0.111554