კალათბურთი

11:40 | 27.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

10 ქულა 11 წუთში - ბითაძე კვლავ შედეგიანია, "ორლანდომ" ისევ მოიგო (+VIDEO)

NBA-ში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. ქართველი კალათბურელის გუნდმა „ვაშინგტონ ვიზარდს“ 8-ქულიანი სხვაობით 127:119 აჯობა.

23 წლის ცენტრმა 11:31 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ 5-დან 4 დარტყმა გამოიყენა, მათ შორის: 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბითაძეს პერსონალური ფოლი არ მიუღია და +- მაჩვენებელი -1 ჰქონდა.

საუკეთესო შედეგი „ვიზარდსის“ კალათურთელმა - ჯორდან პულმა დააფიქსირა. 24 წლის ამერიკელმა საკუთარ გუნდს 30 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი შესძინა, თუმცა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა. ხოლო „ორლანდოდან“ ფრანც ვაგნერმა 28 ქულა, 8 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა, ბანკერომ კი 24 ქულა, 3 მოხსნა და 8 პასი გამოიმუშავა. 23 ქულა იყო ენტონი ბლექის აქტივში.

„მეჯიქს“ 18 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილი უჭირავს, გოგა და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 28 დეკემბერს, „ფილადელფიას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.139447