ფეხბურთი

12:20 | 27.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

IFFHS-მ 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინგ ჰოლანდი დაასახელა

ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი დაასახელა.

ის პირველი ნორვეგიელია, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო. ჰოლანდმა 209 ქულა დააგროვა და აჯობა, როგორც კილიან მბაპეს (105 ქულა), ისე ლიონელ მესის (85 ქულა). ხუთეულში ასევე მოხვდნენ როდრი და ჯუდ ბელინგემი.

IFFHS-მა პირველად წლის საუკეთესო ფეხბურთელი 1988 წელს დაასახელა - მარკო ვან ბასტენი. მან ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა, 1990 წელს ლოთარ მათეუსს ერგო პირველობა. ამის შემდეგ ფიფას ჩარევით ეს ფედერაცია საუკეთესოს აღარ ასახელებდა, მაგრამ 2020 წელს აღადგინა თავისი ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა: 2020 და 2021 წლებში მათ რობერტ ლევანდოვსკი გამოარჩიეს, შარშან კი - ლიონელ მესი.

0.139671