ფეხბურთი

0:19 | 27.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია გელაშვილზე: "30 წუთზე ნაკლებ დროში ჯოჯოხეთიდან სამოთხეში მოხვდა"

იტალიურმა მედიამ „მოდენასთან“ ივა გელაშვილის თამაში შეაფასა, რომელმაც 92-ე წუთზე გოლით „სპეცია“ მარცხისგან გადაარჩინა - 1:1.

Citta Della Spezia 6 ქულა: „ყველაფერი მან გააკეთა - კარგიც და ცუდიც. დაცვაში ცუდად არ უთამაშია, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ შემდეგ წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვა, რითაც „მოდენას“ პენალტი აჩუქა. თითქოს ბედი იყო, მაგრამ ბოლოს ნამდვილი ბომბარდირის სტილში გოლით ანგარიში 1:1 გახადა“.

Spezia 1906 6 ქულა: „ჰრისტოვის გაციების გამო ბრძოლაში შესვლა მოუწია და პირველ ტაიმში მანკონის წინააღმდეგ შესანიშნავად იმოქმედა. მეორე ტაიმში ფალჩინელიზე დააგვიანა და პენალტი დაინიშნა. შეცდომა აშკარა იყო, მაგრამ ის გამოისყიდა თავდამსხმელის სტილში თავით გატანილი გოლით“.

Tuttomercatoweb 7 ქულა: „საჯარიმოში ფალჩინელი წააქცია, რამაც პენალტი გამოიწვია, მაგრამ შეცდომა გამოასწორა დიდებულ სტილში დამატებულ დროში გატანილი გოლით: ჯოჯოხეთიდან სამოთხეში 30 წუთზე ნაკლებ დროში“.

Calciospezia 6 ქულა: „ძირითადში დაბრუნდა მატჩამდე ცოტა ხნით ადრე ჰრისტოვის გამოკლების გამო. პირველ ტაიმში მანკონის წინააღმდეგ ყურადღებით იყო. აშკარა შეცდომა დაუშვა პენალტზე მეორე ტაიმის დასაწყისში. თუმცა, ვარდნაში თავით გატანილი გოლით შეცდომა გამოასწორა“.

შეგახსენებთ, რომ ივა გელაშვილს „სპეციაში“ სერია B-ში 5 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელაც მან იტალიის თასზე ითამაშა. „სპეცია“ 19 ტურის შემდეგ 17 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, „კომოს“ ესტუმრება.

0.114414