ფეხბურთი

22:00 | 26.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სპეციას" მწვრთნელი: "გელაშვილმა შანსი გამოიყენა და გოლი დაიმსახურა"

„სპეციას“ მთავარი მწვრთნელის, ლუკა დ’ანჯელოს ასისტენტმა რიკარდო ტადეიმ „მოდენასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ივა გელაშვილზე ისაუბრა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა, პენალტი აიკიდა, თუმცა შემდეგ გოლი გაიტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა.

„გელაშვილმა ბოლო კვირაში ვარჯიშებზე თავი გამოიჩინა, აჩვენა სერიოზულობა, ჩართულობა და მიზანდასახულობა. მან გოლის გატანა დაიმსახურა, რადგან არ იმსახურებდა მატჩი შეცდომით დაესრულებინა. ერთი დიდი შეცდომის მიუხედავად შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მაგრამ საბედნიეროდ მატჩზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ბედმა შანსი მისცა და გამოიყენა. ის იმსახურებდა გოლს მისი დამოკიდებულების გამო“, - თქვა ტადეიმ.

შეგახსენებთ, რომ ივა გელაშვილს „სპეციაში“ სერია B-ში 5 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელაც მან იტალიის თასზე ითამაშა. „სპეცია“ 19 ტურის შემდეგ 17 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, „კომოს“ ესტუმრება.

0.132252