იტალიის სერია B-ს მე-19 ტურში „სპეციამ“ საკუთარ მოედანზე „მოდენას“ უმასპინძლა და მარცხს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ივა გელაშვილის გოლით გადაურჩა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, დიდი ხნის შემდეგ პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და 92-ე წუთზე გუნდს ქულა მოუტანა - 1:1. ვთქვათ ისიც, რომ "მოდენამ" გოლი პენალტით გაიტანა, რომელიც გელაშვილის მხრიდან საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევის შედეგად დაინიშნა. ცხადია, ეს ივასთვის პირველი გოლია იტალიურ კარიერაში, რომელსაც „სპეციას“ მაისურით 6 მატჩი აქვს ჩატარებული სერია B-სა და იტალიის თასის ჩათვლით.
„სპეცია“ 19 ტურის შემდეგ 17 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, „კომოს“ ესტუმრება.