ფეხბურთი

20:22 | 26.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფში სადებიუტო გოლი გაიტანა (+VIDEO)

ინგლისის ჩემპიონშიფის 24-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა. „უოტფორდი“ შინ „ბრისტოლ სიტისთან“ 1:4 დამარცხდა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ქართველის სადებიუტო გოლია.

ჩაკვეტაძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 0:2 იყო და სამ წუთში სხვაობა შეამცირა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა. გიორგის „უოტფორდში“ 18 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს, მაგრამ ძირითადში მხოლოდ ორჯერ იყო.

„უოტფორდი“ 34 ქულით მეათე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 29 დეკემბერს, „სტოკ სიტისთან“ შინ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10915