ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საკუთარი აზრი გაუზიარა ჟურნალისტებს 2023 წელს ესპანეთის ნაკრების პროგრესის თაობაზე.
„ვამაყობ არა მხოლოდ ერთა ლიგის მოგებითა და ევროზე მოხვედრით, არამედ იმითაც, თუ როგორ გაიარა გუნდმა ეს გზა. ესპანეთში ბევრ ადამიანს მოუბრუნდა გული გუნდის მიმართ, რომელსაც აქვს პოტენციალი, მიაღწიოს რაიმე მნიშვნელოვანს მომავალში. ეროვნული ნაკრები მთელი წლის განმავლობაში ძლიერდებოდა და ჩვენ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა განვაგრძოთ წინსვლა“, - ციტირებს დე ლა ფუენტეს სიტყვებს Sport.es.
2023 წელს ესპანეთის ნაკრებმა ერთა ლიგა მოიგო, ფინალში ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა (5:4, ძირითადი დრო 0:0). ასევე, ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა და A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. არ დაგვავიწყდეს 7:1 საქართველოსთანაც.