ფეხბურთი

12:16 | 26.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გრილიშმა „მანჩესტერ სიტიში“ გვარდიოლასთან მუშაობის სირთულეებზე ისაუბრა

ინგლისის ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ გარემარბმა ჯეკ გრილიშმა უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, რთულია თუ არა ამ სეზონში პეპ გვარდიოლას გუნდში თამაში კლუბის ისტორიული მიღწევის შემდეგ.

„არ ვიცი, ალბათ კი. დარწმუნებული არ ვარ, რთული კითხვაა. იცით, გვარდიოლასთან მუშაობა ფანტასტიკური გრძნობაა. მაგრამ ეს ასევე ძალიან რთულია, მაგალითად, პირველ სეზონში ადაპტაცია მიჭირდა. შემდეგ კი, როცა გამოცდილ ფეხბურთელებს კარგავ და მოდიან ახლები, სიტუაცია იცვლება. კლუბისა და მწვრთნელის იდეების გაგებას გარკვეული დრო სჭირდება“, - ციტირებს გრილიშის სიტყვებს Sky Sport.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ 2022/2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის პრემიერლიგა და ქვეყნის ასოციაციის თასი მოიგო.

მიმდინარე სეზონში გრილიშმა „ქალაქელების“ მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112881