ფეხბურთი

10:07 | 26.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი: „2024 წელს ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგის და ევროს მოგებას ვაპირებ“

მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა 2024 წლის მიზნებზე ისაუბრა.

„ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგა არის ის, რისი მოგებასაც ვაპირებ „ბაიერნთან“ ერთად, ევროსას კი ინგლისის ნაკრებთან ერთად. გუნდებს, რომლებშიც ვთამაშობ, ამ თასების მოგების ძალიან კარგი შანსი აქვთ.

ინგლისის ნაკრების მიზანი ევრო 2024-ის მოგებაა, ჩვენ ტიტულთან ძალიან ახლოს მივედით ბოლო ტურნირზე და ამან გაზარდა დაბრუნებისა და თასის მოგების სურვილი. არანაირი გამართლება, ჩვენ გვინდა ტიტულების მოგება და ამის გაკეთება ეროვნულ გუნდთან ერთად განსაკუთრებული გრძნობა იქნება“, - ციტირებს კეინის სიტყვებს The Times.

0.111413