ფეხბურთი

2:17 | 26.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ადრიან მუტუ "ნეფთჩიდან" დედის დაკრძალვის დღეს გაათავისუფლეს

რუმინელი მწვრთნელი ადრიან მუტუ ბაქოს „ნეფთჩიდან“ გაათავისუფლეს. ის სამსახურიდან შობის ღამეს, მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც რუმინეთში დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

„დღეს „ნეფჩისა“ და ადრიან მუტუს შორის კონტრაქტი შეწყდა ორმხრივი შეთანხმებით. „ნეფთჩი“ მადლობას უხდის ადრიან მუტუს თანამშრომლობისა და შრომისმოყვარეობისთვის და უსურვებს წარმატებებს მომავალ საქმიანობაში. ამავდროულად, კლუბი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ადრიან მუტუს დედის გარდაცვალების გამო“, - ნათქვამია აზერბაიჯანული კლუბის განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ ადრიან მუტუ „ნეფთჩის“ მიმდინარე წლის ივლისიდან მოყოლებული ავარჯიშებდა.

0.116093