„ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის აგენტმა რობერტო კალენდამ განაცხადა, რომ ნიგერიელმა ფორვარდმა „ნაპოლის“ მოაგებინა ტიტული, რომელიც 33 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული.
„წელსაც, ტრავმების მიუხედავად, მას გოლები გააქვს. ხანდახან ყველაფერი უმნიშვნელო გვგონია და გვავიწყდება, რომ ვიქტორმა „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებისგან ულიდერა, რომელიც გუნდს 33 წელი არ ჰქონდა მოგებული. თანაგუნდელებთან ერთად მან რაღაც წარმოუდგენელს მიაღწია“, - თქვა კალენდამ.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი გასულ სეზონში 26 გოლით სერია A-ს ბომბარდირი გახდა.