ფეხბურთი

14:08 | 11.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გუს ჰიდინკი: “გოლის გატანა დროის საკითხი იყო”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის (ჰოლანდია – ყაზახეთი 3:1) შემდგომ განაცხადა, რომ სჯეროდა თავისი გუნდის წარმატების და სასურველი შედეგის დაფიქსირება მხოლოდ დროის საკითხი იყო.

“კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. ყაზახებს ერთი შანსი მიეცათ და ისიც გამოიყენეს, პირველი ტაიმი საკმაოდ მძიმე გამოდგა. მეორე ტაიმში გუნდმა შეინარჩუნა სიმშვიდე. თუ ვითამაშებდით ჩვენს თამაშს, აუცილებლად მივაღწევდით მიზანს. გოლის გატანა დროის საკითხი იყო. ვიცოდით, რომ ქულებს არ დავკარგავდით”. – ჰიდინკის სიტყვებს Nos ციტირებს.

0.115262