ფეხბურთი

21:25 | 24.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენის აგენტი: „ხალხი სიმართლეს არ ამბობდა“

ვიქტორ ოსიმენის აგენტმა რობერტო კალენდამ „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის კლიენტს იტალიურ გუნდში დარჩენა სურს, რაც როგორც სიტყვებით, ისე მოედანზე დაამტკიცა.

„ვიქტორი „ნაპოლიში“ ბედნიერია და სურს, რაც შეიძლება მეტს მიაღწიოს. ის ამას ყოველთვის ამბობდა და მოედანზე აჩვენებდა. ახლახან გავაფორმეთ იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრაქტი. მოდი, ამით ვისიამოვნოთ. ეს ამტკიცებს, რომ გარკვეული ნარატივი მცდარი იყო. ხალხი ამბობდა, რომ მას არ სურდა კონტრაქტის განახლება, რომ გუნდიდან სწრაფად წასულიყო, მაგრამ ეს სიმართლე არ შეესაბამება. მე წარმოვადგენ ვიქტორს და მისთვის საუკეთესოს ვაკეთებ. ორივეს პრიორიტეტი იყო კონტრაქტი განახლება.

რა მოხდება მომდევნო ზაფხულს? წინა ზაფხულს ბევრი შეთავაზება მოვიდა, მათ შორის, ძალიან დიდებიც, მაგრამ დე ლაურენტისს სურდა ვიქტორის შენარჩუნება და ჩვენც მის განკარგულებაში ვიყავით. თუ წასვლის სურვილი ექნებოდა, ამას ვიტყოდით. ამის სანაცვლოდ ბევრი ვიმუშავეთ მხოლოდ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. მომდევნო ზაფხულსაც იგივე იქნება - დე ლაურენტისთან ვისაუბრებთ და ერთად გადავწყვეტთ რა უნდა გავაკეთოთ“, - თქვა კალენდამ.

0.12274