ფეხბურთი

20:29 | 24.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გველესიანის დუბლი ირანის ჩემპიონატში (+VIDEO)

„პერსეპოლისის“ ქართველმა მცველმა გიორგი გველესიანმა ირანის ჩემპიონატის მე-14 ტურში ორი გოლი გაიტანა.

მან „შამს აზართან“ ანგარიში 45-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა, ხოლო 81-ე წუთზე პენალტით გამარჯვების გოლიც გაიტანა - 2:1.

გველესიანის 4 გოლი აქვს მიმდინარე სეზონში გატანილი და ბომბარდირებშიც გაერია, სადაც ლიდერს 4 გოლი აშორებს და ამჟამად მეხუთე-მერვე ადგილებს იყოფს.

„პერსეპოლისი“ 25 ქულით მე-3 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 დეკემბერს, „ნასაჯი მაზანდარანს“ დაუპირისპირდება.

0.122578