„ნაპოლის“ აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა „ლაიფციგთან“ კონტრაქტი გააფორმა. ჩრდილომაკედონიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გაფორმების შემდეგ 5-წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა.
24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიელებმა 25 მილიონი ევრო მიიღეს. ამრიგად, 1-ლი იანვრიდან ის უკვე „ლაიფციგში“ თამაშს მოახერხებს.
ელიფ ელმასმა „ნაპოლიში“ 2019 წლიდან 185 შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „რაბოტნიჩკის“ და „ფენერბაჰჩეს“ ღირსებას იცავდა.