ფეხბურთი

11:39 | 24.12.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "მე-5 წუთზე მივხვდი, რომ თამაშს მოვიგებდით"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ „ნაპოლისთან“ დამსახურებულად გაიმარჯვეს. როგორც მან აღნიშნა, უკვე მე-5 წუთზე მიხვდა, რომ მოიგებდნენ.

„თამაშის დაწყებიდან 5-10 წუთში მივხვდი, რომ მოვიგებდით. ყოველთვის ვაკონტროლებდით თამაშს გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ტექნიკურად ჩვენზე ძლიერია. შემდეგ ვისარგებლეთ რიცხობრივი უპირატესობით და დამსახურებულად მოვიგეთ“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „რომა“ 28 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 დეკემბერს, სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:35 | 12.05.2015
nona... (587)

Cota gvian xom ar dadet es siaxle?? Vamos y Hala madrid

15:18 | 12.05.2015
naiki (5503)

აუ რაფიკ ნელნელა გადაჩოჩებას იწყებ ბიზნესისკენ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062132
სარეკლამო ადგილი - 99
X x X