„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „რომასთან“ მატჩის (0:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მატეო პოლიტანოს გაძევებამდე მეტოქეზე უკეთ ითამაშეს.
„ძალიან ვწუხვარ, რადგან გაძევებამდე ჩვენ უკეთ ვთამაშობდით. არ მინდა მსაჯებზე საუბარი, მაგრამ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პოლიტანოს მაისურზე 15 წუთი ქაჩავდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ კარგად დავიწყეთ თამაში და ბურთის ფლობაც უკეთესი გვქონდა. მჯერა, რომ დღეს ყველა მხრივ სწორ გზაზე ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ, თამაში ისე წავიდა, როგორც წავიდა. ახლა მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ.
არ ვფიქრობ, რომ გუნდს სქემის შეცვლა სჭირდება. მგონია, რომ ეს გუნდი 4-3-3-ში ძალიან კარგად თამაშობს. ვფიქრობ, შარშანდელივით ვთამაშობთ, მაგრამ ახლა ფეხბურთელები ფორმაში ნაკლებად არიან. ვიმეორებ, 11-11-ზე ჩვენ უკეთესები ვიყავით, მაგრამ დასკვნით ფაზაში გვიჭირდა. როდესაც ყოველ სამ დღეში თამაშობ, თამაშის ხარისხში ბრწყინვალებას ვერ დააბრუნებ, რადგან ვარჯიშისთვის დრო არ გვრჩება. სამწუხაროა ეს წაგება, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ“, - თქვა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 4 ქულით ჩამორჩა, მომდევნო ტურში კი პოლიტანოსა და ოსიმენის გარეშე 29 დეკემბერს, „მონცას“ უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზაზა მართლაც ღირსეული კაცია ....... მარკოიშვილზე რა ხდება არ შეიძლება ფედერაციამ განხ=ცხადება გააკეთოს ?
თან ანალიზი მიზანსწრაფული, ბრავო კაპიტანო, იმრავლოს გვარმა, უფალს ვებარებოდეთ !
მარკოიშვილის თამაში როდის უნდა გადაწყდეს?
ჩვენი ეროვნული გუნდის ღირსეული და საამაყო კაპიტანი
სუპერ ზაზა ! ! !
ზაზაა შე მაგარო ! იცოდე წელს ნაკრებშიც უნდა დაბრდღვნა ყველა და ნბა ს ბეჭედიც დაითრიო !!
Genacvaket bichebo, magrad gvjera tqveni. Warmatebebi zaza axal klubshi, martla magari kaci xar dzmao...