ფეხბურთი

0:35 | 24.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას და ჟოზე მოურინიოს კამათი "რომა" - "ნაპოლის" მატჩში (+VIDEO)

„რომა“ – „ნაპოლის“ მატჩის 38-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია და ჟოზე მოურინიო ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ქართველის წინააღმდეგ ბრაიან კრისტანტემ თამაშის წესი დაარღვია, რის გამოც „რომას“ ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო და რომაელების პროტესტიც მოჰყვა. გააფრთხილეს მოურინიოც. ამის შემდეგ ჟოზე და კვარას შეკამათდნენ. როგორც იტალიური მედია წერს, თავდაპირველად მოურინიომ ხვიჩას დაუყვირა და რამდენჯერმე გაუმეორა: "საკმარისია! საკმარისია! პატივისცემა გამოიჩინე!" შელაპარაკებაც ამას მოჰყვა.

ცხადია, პორტუგალიელი ქართველ ფეხბურთელს სიმულაციაში ადანაშაულებდა. მალევე ჟოზემ ემოცია გააკონტროლა და ხვიჩა ჩაიხუტა. მატჩიც ჩვეულ რიტმში გაგრძელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117473