ფეხბურთი

19:10 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" მე-8 წაგება პრემიერლიგაში

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად „ვესტ ჰემთან“ დამარცხდა და ისედაც მძიმე სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა.

„ჩაქუჩებმა“ „წითელ ეშმაკებს“ 6-წუთიან ინტერვალში მეორე ტაიმში ორი გოლი გაუტანეს და დამაჯერებლად, 2:0 იმარჯვეს.

ანგარიში ჯარედ ბოუენმა გახსნა, ხოლო მეორე ბურთი მოჰამედ კუდუსის აქტივშია.

„ვესტ ჰემი“ 30 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 28 დეკემბერს, „არსენალს“ ესტუმრება, ხოლო „მანჩესტერი“ 28 ქულით მერვეა და წინ „ასტონ ვილასთან“ საშინაო მატჩი აქვს. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 18 ტურში 8 მარცხი განიცადა, რაც ძალიან ბევრია.

„ვესტ ჰემი“ – „მანჩესტერი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბოუენი (72), 2:0 კუდუსი (78)

0.126293