ფეხბურთი

18:38 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძის გაშვების მიზეზი არ მაქვს, ის ჩვენთან დარჩება"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალერიან ისმაელმა განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე იანვარში ინგლისურ კლუბს არ დატოვებს.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძის დაბრუნება ვლადიმირ ვაისს ბრატისლავის „სლოვანში“ სურდა, მაგრამ ფრანგი სპეციალისტის თქმით, ქართველი მიმდინარე სეზონს „უოტფორდში“ დაასრულებს.

„არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ცნობები. შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი აქ დარჩება. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, გვიყვარს, როგორც ადამიანი და შესანიშნავი პროფესიონალია. ჩვენ მასთან კარგად ვმუშაობთ და ჩემი მხრიდან არანაირი მიზეზი არ არსებობს მისი გაშვების“, - თქვა ისმაელმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე „გენტს“ „უოტფორდში“ ჰყავს განათხოვრებული, სადაც დღემდე 16 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112155