ესპანეთის ლიგა ენდესას მე-15 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე თად მაკფადენის „სარაგოსასთან“ 64:70 დამარცხდა.
შერმადინმა არასრულ 28 წუთში 7 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მაკფადენმა მოედანზე 26 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 5 ქულა და 2 პასი დააგროვა. თადმა 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
„ლენოვო ტენერიფე“ და „სარაგოსა“ 7-7 მოგებით და 8-8 წაგებით მე-10-მე-11 ადგილებს იყოფენ. კანარიელები მომდევნო ტურში 28 დეკემბერს, „გრანადას“ ესტუმრებიან, ხოლო არაგონელები, რომლებმაც ზედიზედ 4 თამაში მოიგეს, იმავე დღეს „მორაბანკ ანდორას“ უმასპინძლებს.