ფეხბურთი

15:14 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "სუპერლიგას სკეპტიკურად ვუყურებ"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად გენუის „სამპდორიას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ სუპერლიგაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ის არ არის მომხრე ამ ტურნირის, რადგან ფეხბურთში ყველაფერს მოედანზე გამარჯვებით უნდა მიაღწიო.

„სუპერლიგაზე ბევრს საუბრობენ, გასულ წლებშიც. მე „ჩვენი“ ფეხბურთის და მერიტოკრატიის მომხრე ვარ. უნდა ითამაშო იმისთვის, რომ მიზნის მისაღწევად ამბიციები გქონდეს. სწორი იქნება ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის, ფეხბურთის სილამაზე იმაშია, რომ ვინც იმარჯვებს, იმსახურებს მწვერვალზე ასვლას“, - თქვა პირლომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111353