ფეხბურთი

23:17 | 22.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "სუპერლიგა არ მომწონს, მაგრამ მომწონს, რაც ხდება"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ სუპერლიგის ამბავი უეფას გამოაცოცხლებს. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, სუპერლიგის მომხრე არ არის, მაგრამ უეფაში მიხვდებიან, რომ ყველაფრის გაკეთების უფლება არ აქვთ.

„100%-ით ვეთანხმები კლუბის განცხადებას, თუმცა მომწონს ის ფაქტი, რაც ამ ვითარებამ გამოიწვია. მომწონს, რომ ახლა უეფა და სხვა ფედერაციები გააცნობიერებენ, რომ არ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ ხალხის მოსმენის გარეშე. ფეხბურთში ბევრ რამეზე საუბარია საჭირო და კარგია, რომ უეფა ცოტა შეანჯღრიონ. სუპერლიგაზე აზრი არ შემიცვლია, იგივე აზრი მაქვს, რაც მქონდა“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით სუპერლიგაზე უარს ამბობს და მხარს უეფას ტურნირებში მონაწილეობას უჭერს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116267