ლუის სუარესი ისევ ლიონელ მესისთან ერთად ითამაშებს. „ინტერ მაიამიმ“ ურუგვაელი ფორვარდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
36 წლის ფეხბურთელი MLS-ში 2024 წლის სეზონს გაატარებს, ამრიგად, სუარესი, მესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა კვლავ თანაგუნდელები არიან...
ლუის სუარესი ბოლოს „გრემიოში“ თამაშობდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 54 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა. მანამდე „ელ პისტოლეროს“ „ნასიონალში“, „გრონინგენში“, „აიაქსში“, „ლივერპულში“, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოში“ აქვს ნათამაშები.