„ნაპოლის“ დანიელი ნახევარმცველი იესპერ ლინდსტრომი გამოაკლდა. ფეხბურთელს მცირე დაზიანება აქვს და „რომასთან“ ვერ ითამაშებს, თუმცა რამდენი ხანი მოუწევს უქმობა, ამ ეტაპზე უცნობია.
ლინდსტრომი „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონის წინ „აინტრახტიდან“ დაიმატა, თუმცა მან ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა.
23 წლის დანიელის აქტივში მხოლოდ 12 მატჩია და შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.