რაგბი

17:05 | 22.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"შავი ლომი" ევროპის სუპერთასის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა

„შავმა ლომმა“ რაგბი ევროპის სუპერთასი ზედიზედ მესამედ მოიგო. ლევან მაისაშვილის გუნდმა ფინალში ისრაელის „თელ ავივ ჰითი“ 27:17 დაამარცხა.

ქართული ფრენჩაიზი პირველივე ტაიმში დაეუფლა დიდ უპირატესობას და შესვენებაზე უპირატესობით გავიდა - 24:7. მეორე ნახევარში მეტოქემ მოახერხა სხვაობის ოდნავ შემცირება, მაგრამ ქართველებმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.

„შავი ლომის“ რიგებში ლელოები გიორგი კერვალიშვილის, სანდრო თოდუას და ლუკა ივანიშვილის აქტივშია, ხოლო სამივე გარდასახვა ლუკა მატკავამ ზუსტად შეასრულა. მატკავამ მონაგარს მეორე ტაიმში ერთი ჯარიმაც დაუმატა.

ამრიგად, „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა და ფინალში სამჯერვე „თელ ავივ ჰითი“ დაამარცხა.

0.109553