ფეხბურთი

15:49 | 22.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" ლაუტარო გამოაკლდა

მილანის „ინტერს“ ლაუტარო მარტინესი გამოაკლდა. არგენტინელმა იტალიის თასზე „ბოლონიასთან“ ტრავმა მიიღო და როგორც გაირკვა, მიმდინარე წელს მოედანზე ვერ გავა.

შედეგად, ლაუტარო „ლეჩესა“ და „ჯენოას“ წინააღმდეგ მატჩებს გამოტოვებს, მისი დაბრუნება კი 2024 წლის პირველ შეხვედრაში, „ვერონას“ წინააღმდეგაა მოსალოდნელი, თუმცა, ამ ეტაპზე ესეც საეჭვოა.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა, მათ შორის 15 სერია A-ში, სადაც ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ ლაუტარომ "ინტერში" ზედიზედ 89 მატჩი ჩაატარა, ბოლოს ის "ნერაძურის" მაისურით მოედანზე 2022 წლის აპრილში ვერ გავიდა, როცა დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

0.114734