სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:24 | 22.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ „რეალის" ესპანეთის ჩემპიონობისთვის „ჟირონასთან" ბრძოლაზე ისაუბრა

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში „ალავესთან" მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ ჩემპიონობის ტიტულისთვის „ჟირონასთან" ბრძოლაზე ისაუბრა.

„ჟირონა“ მთავარი მეტოქეა? დღეს მათ თავიანთი უნარები აჩვენეს. თამაშს ვუყურეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, ისევე როგორც „ატლეტიკო“ „ბარსელონა“ და „ბილბაო“ - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ტვიტერზე Madrid Xtra.

ესპანეთის ჩემპიონატის 18 ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილს „რეალი“ 45 ქულით ლიდერობს მეორე ადგილზეა „ჟირონა,“ რომელმაც ასევე 45 ქულა მოაგროვა.

სამეულს 38 ქულით „ბარსელონა“ ხურავს. შემდეგ მოდიან „ბილბაო“ და „ატლეტიკო, რომლებსაც 35-35 ქულა აქვთ. თუმცა „ატლეტიკოს“ რეზერვში „სევილიასთან" მატჩი აქვს, რომელიც ხვალ, 23 დეკემბერს გაიმართება“

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114035