„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ბრაზილიურ „ფლუმინენსესთან“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ „ბარსელონასთან" ერთად ტურნირის შესახებ მოგონებები გაუზიარა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის ფინალში კატალონიელებმა არგენტინულ „ესტუდიანტესთან“ (2:1) 110-ე წუთზე ლიონელ მესის გოლის წყალობით მოიგეს.
„როგორ შეიძლება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი ემოციების გარეშე ითამაშო? ემოციები არსებობს, გააჩნია როგორ გაუმკლავდებით მათ. ეს არის ფინალის მთავარი მიზანი.
მეოთხედ ვარ აქ. პირველად „ბარსელონაში" 2009 წელს, 93-ე წუთზე გავიტანეთ გოლი და დამატებით დროში გადავედით. ჩვენ ვიყავით ფავორიტები, მაგრამ გაგვიჭირდა. მაშინ მივხვდი, რომ ბრაზილიასა და სამხრეთ ამერიკაში საფეხბურთო კონკურენცია ძალიან მაღალია“, - განაცხადა გვარდიოლამ კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ფლუმინენსეს“ შორის დღეს, 22 დეკემბერს გაიმართება. და თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.