ფეხბურთი

10:29 | 22.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ კიმპემბეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„პარი სენ-ჟერმენმა“ პრესნელ კიმპემბეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. პარიზული გუნდის ცნობით, 28 წლის მცველი „პარკ დე პრენსზე“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კიმპემბეს მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ არ უთამაშია და კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება, რის გამოც მიმდინარე სეზონში ალბათ ვერ ითამაშებს, მიუხედავად ამისა, მშობლიურ გუნდში მას ნდობა გამოუცხადეს.

პრესნელ კიმპემბე პსჟ-ს აღზრდილია და მთავარ გუნდში 2015 წლიდან დღემდე 236 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.111217