კალათბურთი

1:30 | 22.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავმა თამაშმა "ვირტუსი" ვალენსიაში მარცხისგან ვერ იხსნა

ევროლიგის მე-16 ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ვალენსიასთან“ 71:79 დამარცხდა. ლუკა ბანკის გუნდი დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ მესამე პერიოდის კატასტროფულად ჩატარება (11:26) ძვირად დაუჯდა.

„ვირტუსში“ საუკეთესო ისევ თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 32 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა მისმა გარჯამ ბოლონიელები მარცხისგან ვერ იხსნა. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა.

„ვირტუს ბოლონია“ 11 მოგებით 5 წაგებით ევროლიგაში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 დეკემბერს, ბელგრადში „პარტიზანს“ ესტუმრება.

0.113271