„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესაძლოა ჯეიდონ სანჩოს კონტრაქტი გაუწყვიტოს. ამის შესახებ Sky Sports იტყობინება.
წყაროს ცნობით, კლუბი გეგმავს პოლიტიკის შეცვლას იმ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომელთა იმედი აღარ აქვს. ამიერიდან „მანკუნიელები“ კონტრაქტების გაწყვეტაზე უკან არ დაიხევენ, თუ ეს კლუბისთვის უფრო სასარგებლო იქნება.
სანჩოს ირგვლივ შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც აგვისტოდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობას ჩამოშორებულია ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტის გამო, კლუბმა დისკუსია გამართა.
თუ გარემარბი ვერ გაიყიდება, "იუნაიტედი" განიხილავს კონტრაქტის გაწყვეტას. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ ჯეიდონ სანჩო თავის დროზე „დორტმუნდიდან“ 85 მილიონ ევროდ შეიძინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://isports.ge/index.php?newsid=172')>0?'http://isports.ge/index.php?newsid=172':'http://isports.ge/index.php?newsid=172'))
ამ გუნდმა მწირი ხელფასებით და ახალგაზრდული ჟინით კარგად გაქაჩა, იმედია შუა სეზონში არ მიატოვებენ გუნდს...
სპარინგ პარტნიორები მართლაც ძლიერები არიან იმედია მოახერხებენ შეკრებაზე წასვლას