მაიამის „ინტერის" თავდამსხმელი ლიონელ მესი არგენტინის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს - წერს ტვიტერზე Golden Olympia.
ლეოსთვის ეს აღიარება მეოთხე გახლდათ. არცერთ სპორტსმენს მასზე მეტჯერ არ მოუგია ეს ჯილდო. ამავდროულად, საუკეთესო სპორტსმენი ქალი მორბენალი ბელენ კაზეტა გახდა, 2023 წლის პანამერიკულ თამაშებზე მან 3 ათას მეტრ დისტანციაზე წინააღმდეგობების გადალახვით, 9 წუთი 39,47 წამი დააფიქსირა და დაამყარა სამხრეთ ამერიკის რეკორდი.
წლეულს მესიმ ფრანგულ პსჟ-სთან ერთად მოიგო ლიგა 1 და საფრანგეთის სუპერთასი, ფეხბურთელმა ასევე პირველი თასი მოუტანა მაიამის „ინტერს“ კლუბს (ლიგის თასი), ოქტომბერში კი ლეო გახდა „ოქროს ბურთის“ ბურთის რვაგზის მფლობელი.