ფეხბურთი

10:48 | 21.12.2023 | ნანახია NaN - ჯერ

„ინტერი" დამატებით დროში „ბოლონიასთან“ დამარცხდა და იტალიის თასის გათამაშებას გამოეთიშა

იტალიის თასის 1/8-ის მატჩში „ინტერმა“ „ბოლონიას“ უმასპინძლა. შეხვედრა მილანში, „ჯუზეპე მეაცას“ სტადიონზე გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.

მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 0:0 დამთავრდა. დამატებით დროში ინტერი 92-ე წუთზე კარლოს აუგუსტოს გოლით დაწინაურდა. 112-ე წუთზე სემ ბეკემამ ანგარიში გაათანაბრა, ოთხი წუთის შემდეგ კი დენ ნდოიემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამგვარად, „ბოლონიამ“ იტალიის თასის მეოთხედფინალში გააღწია, „ინტერმა“ კი ტურნირში მონაწილეობა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი" იტალიის თასის მოქმედი გამარჯვებულია. გასული სეზონის ფინალურ მატჩში გუნდმა „ფიორენტინა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

იტალიის თასზე გამარჯვებებით რეკორდსმენი „იუვენტუსია,“ რომელმაც თასი 14-ჯერ მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილებს „რომა“ და „ინტერი“ ინაწილებენ. მათ თითოეულს ცხრა-ცხრა გამარჯვება აქვთ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:58 | 15.11.2022
ბაგი-რეი (2264)

მანჩესტერის დატოვება გადაწყვეტილი ამბავია. სადღაც გადავა მაინც.

21:26 | 14.11.2022
ძიუდოო123 (1282)

ამ დონის სპორცმენი იყო და ამდონის ხე მაგრად ტეხავს. ელემენტარულია პატივი ეცი იმ კლუბს მწვრთნელს თანაგუნდელებს ვინც ფეხბურთელად გაქცია ვინც მილიონებს გიხდის. ეს უნდა გადაიყვანო სარეზერვო გუნდში და ზაფხულამდე მოედანს არ გააკარო ასეთები ამის ღირსები არიან. ამხელა კაცი ხარ უკვე მიხვდე იქნებ რომ გუნდი შენზე ვერ იქნება დამოკიდებული ვერ იქნები პირველი კაცი

17:43 | 14.11.2022
Kobe Bean (21683)

მანჩესტერმა ფულემთან თამაშის წინ თქვა კრისტინაზე,დაუდგენელი მიზეზით არის ავად რის გამოც გამოტოვებს ამ თამაშსო და მართალი უთქვამთ)))დალანძღა მთელი გუნდი და მერე გაუკვირდება სკამზე ჯდომა.ბუნებრივია ზამთარში წასვლას ეცდება მაგრამ ეგ ზაფხულზეც ცდილობდა წასვლას და არავინ წაიყვანა,ასეთი დამოკიდებულების შემდეგ კი ზამთარშიც გაუჭირდება ნორმალური კლუბის პოვნა.ისე ერთი გმირობა მაინც გააკეთა,თვითონ ილაპარაკა და დის ინსტაგრამი არ გამოუყენებია)))

15:40 | 14.11.2022
O. Mertskhali (8101)

))))

0.061877