ბუნდესლიგის მე-16 ტურის მატჩში „ბაიერმა“ „ბოხუმი“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ამისდაკვალად „ლევერკუზენი“ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩში წაუგებელია. გუნდს 22 მოგება და 3 ფრე აქვს.
„ბაიერი“ გახდა პირველი გერმანული პროფესიული გუნდი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც სეზონი ზედიზედ 25 მატჩით დაუმარცხებლად დაიწყო, იუწყება სტატისტიკური პორტალი Opta Sports.
„ბაიერმა“ ასევე განაახლა საკლუბო რეკორდი ბუნდესლიგაში კალენდარული წლის განმავლობაში გამარჯვებების რაოდენობით, 2023 წლის ჩემპიონატში 35 მატჩიდან 22 მოიგო.
„ლევერკუზენი“ გერმანიის ჩემპიონატს 16 მატჩის შემდეგ 42 ქულით ლიდერობს. ეროვნულ თასზე „ბაიერმა“ უკვე სამი ტური გაიარა და მეოთხედფინალში გავიდა. ევროპის ლიგაზე კი ჯგუფში ექვსი გამარჯვება მოიპოვა და პირდაპირ მერვედფინალში გავიდა.