ფეხბურთი

1:04 | 21.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი "ინტერსაც" დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამჯერად „ინტერს“ დაუკავშირეს.

Calciomercato იტყობინება, რომ მილანური კლუბი მამარდაშვილისთვის ბრძოლაში „იუვენტუსზე“ ბევრად წინაა, რადგან ტურინელებისგან განსხვავებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყეს.

წყაროს თანახმად „ნერაძური“ მზადაა „ვალენსიას“ 35 მილიონი ევრო შესთავაზოს. „ინტერში“ ძალიან კმაყოფილი არიან იან ზომერის თამაშით, მაგრამ შვეიცარიელი 35 წლისაა და ისინიც მომავალზე უკვე ფიქრობენ.

თავის მხრივ, ხსენებული გამოცემა იმასაც წერს, რომ „ვალენსია“ დაახლოებით 60 მილიონად აფასებს ქართველ მეკარეს, ეს ფასი კი „ინტერისთვისაც“ და „იუვესთვისაც“ მიუწვდომელია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და უკვე ორი სეზონია არათუ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდის ნათელი წერტილიცაა.

0.113172