დორტმუნდის „ბორუსიას“ შიდა სამზარეულოში, როგორც ჩანს არეულობაა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
ცნობილი გამოცემის ინფორმაციით, „დორტმუნდში“ ფეხბურთელების აჯანყებაა მთავარი მწვრთნელის, ედინ ტერზიჩის წინააღმდეგ, რომელსაც მარკო როისი ხელმძღვანელობს.
როისს მწვრთნელთან როგორც ჩანს, არცთუ იდილიური ურთიერთობა აქვს და ფეხბურთელებს მის წინააღმდეგ ამხედრებს. გერმანული მედია წერს, რომ არაა გამორიცხული სიტუაციის გაუარესების თავიდან ასარიდებლად ტერზიჩი გაათავისუფლონ.
„დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგის ურთულეს ჯგუფში (პსჟ, „მილანი“, „ნიუკასლი“) პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ ბუნდესლიგაში საქმეები ცუდად აქვს, რადგან 27 ქულით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „ლევერკუზენს“ 15 ქულით ჩამორჩება. „ყვითლებმა“ ბუნდესლიგაში ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს (3 ფრე, 1 წაგება).