ლა ლიგის მე-18 ტურში „ბარსელონამ“ ღრმა აუტსაიდერი და ბოლოადგილოსანი „ალმერია“ უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ჩავის გუნდი 33-ე წუთზე რაფინიამ დააწინაურა, რასაც ტაიმის ბოლოს ლეო ბაპტიშტაომ უპასუხა. მე-60 წუთზე სერხი რობერტომ მეორედ დააწინაურა „ბარსა“, მაგრამ მალევე გონსალესმა კიდევ გაათანაბრა.
კატალონიელებმა მაინც მოიგეს, რადგან თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე სერხი რობერტომ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ბარსელონას“ 18 ტურში 38 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ლიდერ „ჟირონას“ კი 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თან თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. „ბლაუგრანა“ მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს სტუმრად „ლას პალმასთან“ გამართავს.