ფეხბურთი

16:40 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ქალთა ლიგის გათამაშება დაიწყო

არენა 2-ში ფუტსალის ქალთა ლიგის გათამაშება დაიწყო. ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილეობს: კვარტალი, ნორჩი დინამო, ელიტა, ახალგორი, ფენიქსი, თეთრიწყარო, ზარზმა და დინამო გაგრა.

ტურნირი ერთ წრედ ჩატარდება და 7 ტურის შემდეგ საუკეთესო ოთხეული ნახევარფინალში გადაინაცვლებს. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 5 იანვარს, ხოლო ფინალური შეხვედრა 9 იანვარს გაიმართება.

ტურნირის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

GFF.GE

0.117026