ფეხბურთი

16:10 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისს ძველი სიტყვების გამო დასცინეს: "ფროზინონეს" სერია A-ში რა ესაქმება?"

იტალიის თასის მერვედფინალში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ფროზინონესთან“ განადგურდა (0:4) და ასპარეზობას გამოეთიშა.

სამარცხვინო წაგების მერე კი, იტალიაში აურელიო დე ლაურენტისის ოთხი წლისწინანდელი განცხადება გაიხსენეს, რომელშიც ის „ფროზინონეს“ აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ამ გუნდს სერია A-ში არაფერი ესაქმებოდა...

„რას აკეთებს ფროზინონე სერია A-ში? ის არ იზიდავს მაყურებელს, არც ინტერესს, არც სატელევიზიო მაუწყებლებს. ამოდის სერია A-ში, ვერ ახერხებს კონკურენტუნარიანობას და უკან ბრუნდება. თუ ვერ შეძლებენ კონკურენტუნარიანობას, თუ ბოლო ადგილზე გავლენ, ჯარიმა უნდა გადაიხადონ და ფული არ უნდა მიიღონ“, - ამბობდა დე ლაურენტისი 2019 წელს New York Times-თან ინტერვიუში.

„ნაპოლის“ პრეზიდენტს ახლა ეს კომენტარი წინ დაუხვდა და იტალიაში დაცინვის ობიექტიც გახდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109743