ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებს კოპა ამერიკაზე ვერ დაეხმარება. ამის შესახებ განცხადება ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო შტაბის უფროსმა ლასმარმა გააკეთა.
როგორც მან თქვა, არ ღირს რისკზე წასვლა და ბრაზილიელი ვარსკვლავი ივლისში გასამართ ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ გავა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ზაფხულში ვერც კოპა ამერიკაზე ითამაშებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნუ 1994 ბოლომდე არ აცალეს მარადონას ესეც უნდა ითქვას.რომ არ მოეხსნათ ტურნირიდან შეიძლებოდა არგენტინას რომ ებრძოლა იმ მუნდიალზე.1991 და 1993 კოპა ამერიკა კი დიეგოს გარეშე მოიგო არგენტინამ.ანუ დაკარგა ეგ ორი შესაძლო ტიტულიც.წამლის გამო დისკვალიფიკაცია ქონდა დიეგოს
მარადონა: 3 კოპა ამერიკა 0 ტიტული,4 მუნდიალი 1 ტიტული,1 ოქროს თასი მუნდიალის 50 წლისთავი 0 ტიტული,1 ფინალისიმა 1 ტიტული.ჯამში 9 ტურნირი და 2 ტიტული.მესი 5 მუნდიალი 1 ტიტული,6 კოპა ამერიკა 1 ტიტული,1 ფინალისიმა 1 ტიტული.ჯამში 12 ტურნირი 3 ტიტული.ასევე უნდა ითქვას ისიც რომ მესიმ კოპა ამერიკაზე და მუნდიალზე ჯამში 6 ფინალი ითამაშა,დიეგომ კი 2.აშკარად აჯობა მესიმ სანაკრებოზეც
კანადას ჯერ კიდევ არ მოუპოვებია საგზური,არადა ნაღდად კარგი შთაბეჭდილება დატოვა მუნდიალზე,ლაღ შემტევ ფეხბურთს თამაშობდა.მოკლედ იმედია კარგი ტურნირი გამოვა და არგენტინა მოიგებს)))დიმარია და სკალონი მიდიან ნაკრებიდან მაგ ტურნირის შემდეგ და მესი რას იზამს არ ვიცით ჯერჯერობით,შეიძლება მაგისთვისაც ბოლო ტურნირი იყოს ნაკრებში
სხვა კონტინენტების გუნდები არ მიეწვიეს და კარგია ეგეც.მოკლედ კარგი იქნება სამომავლოდ ყოველთვის ასე თუ მოიქცევიან.აბა იაპონიას და ყატარს რა უნდა ამერიკის თასზე.არც მარტო სამხრეთის გუნდები არ უნდა იყვნენ.მოკლედ 16 გუნდიანი და 10 სამხრეთის საუკეთესო ნაკრები და 6 ჩრდილოეთის საუკეთესო ნაკრები,ყოველთვის საინტერესო ტურნირად დარჩება.
კარგი სახით ტარდება ეგ ტურნირი,10 სამხრეთ ამერიკული გუნდია და 6 ჩრდილოეთის.თან ჩრდილოეთის გუნდები ტურნირზე რომ მოხვდნენ საკვალიფიკაციოს თამაშობენ,ანუ ექვსი საუკეთესო ჩრდილოეთის ნაკრები დაიშვება ტურნირზე,სამხრეთში კი 10-ზე მეტი საფეხბურთო ქვეყანა არცაა.ნაღდი ამერიკის კონტინენტის თასია,მთლიანი ამერიკის და არამარტო სამხრეთის
ეკვადორსაც კაი გუნდი ყავს და ვიღაცა ფავორიტი შეიძლება კი შეიწიროს მაგანაც.ძაან სტრანი ტურნირია კოპა ამერიკა თითქმის ყოველთვის,ვიღაც გამოხტება ხოლმე ისეთი ვინც ამოუდებს ხოლმე არგენტინას და ბრაზილიას)))ნუ მესის ეპოქაში 4 ფინალი ითამაშა არგენტინამ მაგრამ 2 ფინალი ჩილესთან წააგო და გამოხტომა იყო ეგეც)))
მაგარი კოპა ამერიკა იქნება ზაფხულზე,არგენტინა ბრაზილია ურუგვაი,სამი ძლიერი ნაკრები.პლუს კოლუმბია ჩილე რომლებიც ყოველთვის ახურებენ ხოლმე,ასევე მექსიკა და ამერიკაც ემატებათ.ვნახოთ აბა ვინ აწევს თასს
ნეიმარს კოპა ამერიკა არ აქვს მოგებული,ერთხელ მოიგო ბრაზილიამ მის პერიოდში და ისიც გამოტოვა.არც მსოფლიო მოუგია.კონფედერაციის თასი აქვს მოგებული ეროვნულ ნაკრებში, ოლიმპიადა ოლიმპიურში და 20 წლამდელებში კოპა ამერიკა.არ გამოუვიდა ისეთი სანაკრებო კარიერა როგორსაც ისურვებდა.თუმცა მუნდიალი თუ მოიგო 2026-ში ყველაფერს გამოასწორებს