კალათბურთი

1:35 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 9 მოხსნა და "ვირტუსის" ქამბექი ევროლიგაში "ოლიმპიაკოსთან"

ევროლიგის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ დრამატულ ბრძოლაში 69:67 დაამარცხა.

იტალიელები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში აგებდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში, რომელიც 22:12 მოიგეს, ჩამორჩენა აღმოფხვრეს და გამარჯვება მოიპოვეს.

თორნიკე შენგელიამ არასრულ 30 წუთში 6 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ 11 მოგებით და 4 წაგებით ევროლიგაში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 დეკემბერს, „ვალენსიას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.115053