ფეხბურთი

1:00 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ისტანბულსპორის" პრეზიდენტმა მსაჯის გამო თავის გუნდს თამაში შეაწყვეტინა (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მე-17 ტურში „ისტანბულსპორის“ და „ტრაბზონსპორის“ მატჩი 74-ე წუთზე შეწყდა.

მიზეზი ისევ მსაჯის მიმართ პრეტენზიაა. „ისტანბულსპორის“ პრეზიდენტმა ეჩმელ სარიალიოღლუ თავისი გუნდის კარში გატანილი მეორე გოლის გაუქმებს ითხოვდა და მიუხედავად იმისა, რომ მომენტი VAR-ზე გადამოწმდა, მსაჯმა გოლი მაინც ჩათვალა.

ამ ფაქტით აღშფოთებულმა პრეზიდენტმა ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანა. სარიალიოღლუს „ისტანბულსპორის“ ფეხბურთელმა სიმონ დელიმ დაუჩოქა კიდეც და სთხოვა, რომ თამაში გაეგრძელებინათ, მაგრამ მატჩი შეწყდა.

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ „ანკარაგუჯუს“ პრეზიდენტმა ფარუქ კოჯამ მსაჯი ჰალილ უმუთ მელერი სცემა, რის გამოც თურქეთში ფეხბურთი ყველა ლიგაში შეწყდა, მაგრამ სეზონის განახლებისთანავე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა.

0.114263