ფეხბურთი

0:25 | 20.12.2023 | ნანახია NaN - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

„მანჩესტერ სიტი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ნახევარფინალში, როგორც მოსალოდნელი იყო, ადვილად დაამარცხა იაპონური „ურავა რედსი“ – 3:0.

ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს ავტოგოლით გაიხსნა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში მატეო კოვაჩიჩმა და ბერნარდო სილვამ ინგლისელთა გამარჯვება გააფორმეს.

ამრიგად, პირველად ისტორიაში „სიტი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია, სადაც 22 დეკემბერს, ბრაზილიურ „ფლუმინენსეს“ დაუპირისპირდება. მესამე ადგილისთვის "ურავა" ეგვიპტურ "ალ-აჰლის" შეხვდება.

„ურავა რედსი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჰოიბრაატენი (45, ა.გ), 0:2 კოვაჩიჩი (52), 0:3 ბერნარდო სილვა (59)

0.127256